თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით კვლავ პირველ ადგილზეა ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსებისა და მენეჯმენტის 83 საბაკალავრო პროგრამას შორის.
თსუ ISET ლიდერობს ყველა ძირითადი მაჩვენებლით:
საშუალო ნორმალიზებული ნედლი ქულა;
საშუალო ნორმალიზებული სკალირებული ქულა;
საშუალო საბოლოო საკონკურსო ქულა;
თსუ ISET ასევე პირველ ადგილზეა ქვეყნის ყველა - 511 პროგრამას შორის.
თსუ ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა ასევე ლიდერია Top-100 აბიტურიენტის არჩევანით იმ 9,849 აბიტურიენტს შორის, რომლებმაც ჩააბარეს ქართული, ინგლისური და მათემატიკა.